ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამხდრო

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ორივე მხარისთვის იარაღის ცინიკურად მიწოდება“ – ბაიდენი ყარაბაღის კონფლიქტეზე 

„ღრმად შეშფოთებული ვარ მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დაწყებით , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების აღდგენისაკენ მოუწოდა, პარალელურად, დემოკრატმა პოლიტიკოსმა აშშ-სა და რუსეთსაც მიმართა:

„აშშ-მა უნდა გაგზავნოს მეტი დამკვირვებელი ცეცხლის ხაზზე და მოუწოდოს რუსეთს, შეწყვიტოს ჩარევა ორივე მხარისთვის იარაღის ცინიკურად მიწოდება, მაშინ როცა ის ჩვენს მხარდაჭერის პროგრამებს აკვირდება, რათა დარწმუნდეს, რომ სამხედრო რესურსები თავდასხმის მიზნით არ გამოიყენებოდეს“. – თქვა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტიც გამოეხმაურა:

“ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მისი შეჩერება“. – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

იტვირთბა....