ახალი ამბები სამართალი

შსს-მ „შავი მიწის“ მოპარვისთვის 9 პირი დააკავა

ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 9 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბორჯომში, მესხეთის ქუჩის მიმდებარედ გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის ვაკისიდან სილიკომანგანუმის თანმდევი წიდა – ე.წ. „შავი მიწა“ მოიპარეს და ამით რკინიგზის ვაკისი დააზიანეს. სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მიყენებულმა ზარალმა 9309 ლარი და 19 თეთრი შეადგინა. სამართალდამცველებმა უკანონოდ მოპოვებული ე.წ. „შავი მიწა“ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

იტვირთბა....