მცხეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და ველოსიპები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი პირია დაშავებული, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.