“ვისაც ივანიშვილის ჭაობის შენარჩუნება სურს, 41-ს შემოხაზავს, ვინც თეთრ ცხენზე ამხედრებულ წარსულს მისტირის 5-ს, ვისაც გარდამტეხი ცვლილებები სურს, შემოხაზავს 2-ს”.
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ მან ზუგდიდში, მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს არის გარდამტეხი ცვლილებების ეპოქა და ამ დროს საჭიროა მკვეთრი, კონკრეტული ხედვა, თუ როგორ ამოვიდეს ქვეყანა ამ მძიმე კრიზისდან და წავიდეს განვითარების გზით.