ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ყარაბაღში განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს” – ირაკლი სესიაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი სომხეთ – აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყების საკითხს ეხმაურება და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

როგორც სესიაშვილია აცხადებს, მხარეებმა, დროა მეტი დრო და ენერგია მშვიდობას და დიალოგს. მისივე განმარტებით, საქართველო ყოველთვის მშვიდობის მხარეს დაუჭერს მხარს.

“რა თქმა უნდა ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო გარემოსთვის ძალიან სახიფათოა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში. ყარაბაღში გუშინ განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობის, სტაბილურობის მხარეს.

ცხადია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები პროცესს დააკვირდებიან,მოვლენებს გაანალიზებენ და თუ საჭირო იქნება ჩვენი თანადგომა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, რომ დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც ეხმაურება, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.

 

 

იტვირთბა....