ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის პანდემია საპარლამენტო არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის” – გიორგი გახარია

“კორონავირუსის პანდემია საპარლამენტო არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა.

როგორც გახარია განმარტავს, მთავარია, მოქალაქებმა მთავრობის მიერ დაწესებული რეკომენდაციები დაიცვან და ვირუსთან თანაცხოვრებას მიეჩვიონ.

“პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება და ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ. მარტივი რამ მინდა გითხრათ, დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანციასა და ელემენტარულ ჰიგიენის ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელების ვერავინ მოიგონა, ამიტომ ეს წესები უნდა დავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო და ინფიცირების შემთხვევების ზრდა გვაქვს, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამასთან თანაცხოვრებას. მარტივია ინფექციის გაჩერება. დავიცვათ ელემენტარული წესები, არ არის ეს რთული”, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 87 გაიზარდა.

იტვირთბა....