საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს და მოხუცებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან ისინი მაღალი რისკის მატარებლები არიან.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოქალაქეებმა ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლონ.
„ჩვენ სამწუხაროდ ქვეყანაში გვყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა, რომ რამოდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მატარებელ ჯგუფებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მატარებელ ადამიანებს და ალბათ, სწორი არის რეკომენდაცია, განსაკუთრებით აჭარაში, რომ ხანდაზმული ადამიანები დარჩნენ სახლში“, – განაცხადა პრემიერმა.