თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკარებში, რომლებიც TV “პირველმა” გაავრცელა, მის თანამშრომელზე, ვინმე ნინი ტატანაშვილზე საუბრობს.
ჩანაწერში ბაჩალიაშვილი ნინი ტატანაშვილზე ამბობს, რომ მას ჩაგრავდა.
“მე ვარ დედოფალი, მე ხომ ნიკასთან ერთად ვარ და რა მნიშვნელობა აქვსო…” – ამბობს ბაჩალიაშვილი.
ჩანაწერებში პროგრამისტი თავის უფროსზე, ნიკა გეჯაძეზე საუბრობს და ის დეტალურად განმარტავს წყენის მოტივებსაც. ბაჩალიაშვილი გეჯაძეს მის მიმართ განხორციელებულ არასატანადო მოპრყობაში ადანაშაულებს.
გარდა ამისა, ჩანაწერებში ბაჩალიაშვილი მისი პირადი ცხოვრებისა და სამსახურის შესახებ საუბრობს. ის უკმაყოფილოა მისი მუშაობით. ჩანაწერებში ბაჩალიაშვილი სუიციდის შესახებაც საუბრობს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი კადრები ვრცელდება, რომელიც თავად პროგრამისტმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა.