ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა გახდა თელავის საკარანტინო ზონაში 29 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი

29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დღეს თელავის საკარანტინო ზონაში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული. ამის სესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად დაიღუპა.

მამაკაცის ცხედარი, გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროშია გადადვენებული, სადაც მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ,  თელავის ერთ-ერთ სასტუმროში საკარანტინო ზონაში მამაკაცი დღეს გარდაიცვალა. ის 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი.

იტვირთბა....