თელავის საკარანტინო ზონაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარდაცვლილი 24 სექტემბერს საქართველოში საფრანგეთიდან დაბრუნდა და ის თელავის ერთ-ერთ სასტუმროში საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა.
„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით გრძელდება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.