გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის ადვოკატი, ფურცხვანიძისთვის არკვეთი ღონისძიებით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
როგორც ფურცხვანიძის ადვოკატმა ნოდარ მესხმა მედიასთან საუბრისას განმარტა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ის კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ცოტა ხნის წინ შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, გუშინ, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.