გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
თავად ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ პროცესზე დაცვის მხარე ფურცხვანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ბრალდების მხარე კი დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას.
ცნობისთვის, გუშინ, დავით ფურცხვანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.