ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ნება მომეცით, გამოვიყენო კანონით მინიჭებული დუმილის უფლება” – ფურცხვანიძე მოსამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნულ სხდომას თავად ბრალდებული დავით ფურცხვანიძეც ესწრება. მან მოსამართლის კითხვას, ცნობს თუ არა დამნშავედ თავს, უპასუხა რომ დუმილის უფლებას იყენებს.

“ნება მომეცით, გამოვიყენო კანონით მინიჭებული დუმილის უფლება”, – განაცხადა ფურცხვანიძე.

ცნობისთვის, დაცვის მხარე ფურცხვანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. ბრალდების მხარე კი დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას.

შეგახსენებთ, გუშინ, დავით ფურცხვანიძე მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

იტვირთბა....