ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში, კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

როგორც კლინიკაის ადმინისტრაცია აცხადებს, გარდაცვლილი 59 წლის ქალია, რომელიც ბათუმიდან გადაიყვანეს. მას რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი. ბოლო რამდენიმე დღის განმვალობაში კი მართვით სუნთქვაზე იყო შეერთებული.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 4960-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირებისგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში გამოჯამრთელებულთა რიცხვმა 1819-ს მიაღწია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 781 -ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....