ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ეფექტური ვაქცინის შექმნამდე კორონავირუსით გარდაცლილთა რაოდენობა შესაძლოა 2 მილიონამდე გაიზარდოს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეფექტური ვაქცინის შექმნამდე, COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს.

ამ ეტაპისთვის, ევროპის ექვს ქვეყანაში დანიში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ნიდერლანდებში და პოლონეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ხოლო ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა შემაშფოთებელია და  შესაძლოა ახალი შეზღუდვები ამოქმედდეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი კორონავირუსის 3 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ესპანეთის მთავრობამ  მადრიდში კარანტინის გამოცხადების რეკომენდაცია უკვეგასცა.

 

იტვირთბა....