“მე რომ ვიყო, წარმოიდგინეთ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, მივდივარ ომბუდსმენთან და ვეუბნები, რომ ჩემზე არის ზეწოლა, გთხოვთ ჩემი სახელი არ დაასახელოთ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების”აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა “ღამის კურიერში” ომბუცმენის საარჩევნოდ დაშინებებზე და ზეწოლაზე გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ნინო ლომჟარიას კანდიტატურას იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ ეს ინსტიტუტი ოპოზიციისთვის მიეცათ და ახლა მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები აფსურდულია.
“მე რომ ვიყო, წარმოიდგინეთ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, მივდივარ ომბუდსმენთან და ვეუბნები, რომ ჩემზე არის ზეწოლა, გთხოვთ ჩემი სახელი არ დაასახელოთ… ჯერ უპასუხისმგებლობაა.
სამარცხვინო რამეა, როდესაც შენ გამოდიხარ და უპასუხისმგებლოდ აკეთებ ასეთ განცხადებებს, როდესაც ერთი სახელი და გვარის დასახელება არ შეგიძლია და როცა ეს წლებია გრძელდება. ეს სამარცხვინოა. ეს დაახლოებით იგივეა, რაც CRRC-ის NDI-ს შემთხვევა.
სახალხო დამცველი არის ინსტიტუტი და ელჩი ამ შემთხვევაში სცემს პატივს ინსტიტუტს, მაგრამ ამ ინსტიტუტის უკან, რომ იგივე სამარცხვინო რამე დგას, ამას ხომ ვერ გაუწევს ბოლომდე ანგარიშს ამერიკის ელჩი. 5 წელია ერთი სახელი და გვარი ვერ დამიდგინე და 5 წელია საუბრობ დაშინებაზე და მუქარაზე, სირცხვილი არაა?
“ქართულმა ოცნებამ” ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დავუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენის ინსტიტუტი, ეს იყო რეალობა. პირდაპირ იყო ასეთი თხოვნა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ოპოზიციას მივეცით ომბუდსმენი და ეს ოპოზიციონერი ომბუდსმენი ახლა აკეთებს ამ განცხადებებს და მართლა სირცხვილია,” – განაცხადა ირაკლი კობახიძე.