პარიზში, სატირული ჟურნალის “შარლ ებოდოს” ყოფილ შენობასთან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით 7 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პარიზელმა სამართალ დამცავებმა შემთვევის ადგილას 18 წლის პაკისტანელი ბიჭი დააკავეს. მათივე ცნობით, აღნიშნული შემთვევის გამო წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ 6 პირია მოთავსებული.
როგორც საფრანგეთის შსს მინისტრმა განაცხადა, სატირული ჟურნალის ყოფილ შენობასთან მომხდარი ფაქტი, „აშკარა ისლამური ტერორიზმის აქტია.“
შემთხვევის ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსიც მივიდა.
ცნობისთვის, გუშინ, ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა. აღსანიშნავია, რომ პარიზში 15 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც 2015 წელს ჟურნალ „შარლი ებდოს“ ოფისზე თავდასხმაში მონაწილე ორი ჯიჰადისტისთვის დახმარების აღმოჩენაში არიან ეჭვმიტანილები. „შარლი ებდოზე“ განხორციელებულ თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.