ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მივმართავ პროკურატურას, ბაჩალიაშვილის ვიდეოების გასაცნობად საკუთარი ქოცკონტიგენტი რომ დაგყავთ” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე პროკურატურას მიმართავს და თამარ ბაჩალეიშვილის ვიდეო დღიურების ნახვის უფლებას ითხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კილაძე წერს, ის მთავარი არხის საშუალებით პროკურატურასაც მიმართავს.
“მთავარის ეთერით მივმართე პროკურატურას და აქაც დავწერ. მე, “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ვითხოვ მომცეთ საშუალება გავეცნო თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო დღიურებს!
შერჩევით და საკუთარი ქოცკონტიგენტი რომ დაგყავთ გასაცნობად”! – წერს სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გაავრცელა მასალები, სადაც თამარ ბაჩიალიშვილი თვითმკლელობაზე საუბრობს. ვიდეომასლები გამოძიებამ მხოლოდ ჟურნალისტებს აჩვენა.
იტვირთბა....