ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„შარლი ებდოს“ შენობასთან რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს

პარიზში, სატირული ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციის  ძველ შენობასთან უცნობმა პირებმა ცივი იარაღით დაჭრეს რამდენიმე ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაცია BFM TV ავრცელებს.

აღნიშნული ცნობა დაადასტურა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა.

თავდასხმისას დაშავებულთაგან, ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიემა.

როგორც „გარდიანი“ წერს, პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

სამართალდამცველებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ მიუხედავად კრიტიკული მდგომარეობისა, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე განცხადებით, მსუბუქადაა დაჭრილი კიდევ ორი პირი.

პოლიცია ამბობს, რომ დანაშაულში მხოლოდ ერთი თავდამსხმელი მონაწილეობდა.

ცნობისთვის, საფრანგეთში, 2 სექტემბერს, „შარლი ებდოზე“ სასიკვდილო შეტევის საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
საქმე ეხება 14 ადამიანს, რომელთაც ბრალი თავდამსხმელებისთვის მხარდაჭერაში ედებათ.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, ჟურნალმა კვლავ მუჰამედის კარიკატურას გამოაქვეყნა.

იტვირთბა....