საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელზეც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც აშშ-ს ელჩი განმარტავს, მსგავსი ძალადობრივი ფაქტები ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებს ზიანს მოუტანს. მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ ხელი შეუწყონ არჩევნებს, რათა ის სრულყოფილად ჩატარდეს.
“გუშინ წავიკითხე სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც საუბრობდა დაშინებისა და ძალადობის შემთხვევებზე. რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება, რომ არაფერი ვთქვათ ძალადობაზე. ეს ისეთი ქმედებაა, რაც აუცილებლად დააზიანებს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს.
კარგია, რომ საქართველოში იმყოფებიან საარჩევნო დამკვირვებლები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან პროცესს და შესაბამისად ახდენენ ანალიზს. ასევე, საელჩოს მხრიდან გვეყოლება ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ დამკვირვებელთა ძალისხმევას”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამასთან, აშშ-ს ელჩმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ ხელი შეუწყონ არჩევნებს, რათა ის სრულყოფილად ჩატარდეს.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი. ჩვენ ვიცით, რომ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ჩაატარა და გაირკვა, რომ იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, რაც ომბუდსმენის ანგარიშში იყო აღნიშნული, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ თავი შეიკავოს ასეთი ტიპის ქმედებისგან და ხელი შეუწყოს სამართლიანი და კარგი არჩევნების ჩატარებას. გთხოვთ, რომ ეს საქართველოს კეთილდღეობისთვის გააკეთოთ”, – განაცხადა დეგნანმა”. – განაცხადა აშშ-ს ელჩმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების და შანტაჟის თაობაზე.