„კრიმინალთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია ხდება ხოლმე. ხან ისე შემოატრიალებენ, ხან ასე. არსებობს ოფიციალური მონაცემები წლების მიხედვით. როდესაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საუბრობენ, რომ დღეს თურმე დაიქცა ქვეყანა და კრიმინალმა მოიმატა, შევიდნენ საიტზე და მონაცემებს გადახედონ. ნახავთ რამხელა სხვაობაა. სულ კლებადი ვერ იქნება, ხან იკლებს ხან იმატებს, ეს ჩვეულებრივი თემაა.”
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეტა სამინისტრო
ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, “2012 წლამდე ციხეებში 24000-25000 ადამიანი იჯდა, ახლა როგორც ვიცი, 9 000-მდეც არაა. მაშინ ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, ახლა ხდება 100 ერთეული. “