ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის სასამართლოში ვახტანგ ახვლედიანი იკითხება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ პროცესზე სასამართლო დაზარალებულ ვახტანგ ახვლედიანს დაკითხავს.

ვახტანგ ახვლედიანს სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განცხადება არ გაუკეთებია. ხოლო როგორც მისმა ადვოკატმა, კახა წერეთელმა მედიასთან განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს იმ გარემოებებზე ისაუბრებს რაც მისთვის ცნობილია.

“ვახო ახვლედიანი დაიკითხება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც ის მანამდე დაკითხული იყო, ბუნებრივია, ის დააკონკრეტებს მის მიერ მიცემულ ჩვენებებს”, – განაცხადა წერეთელმა.

ასევე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის და 6 არასრულწლოვანი პირის წინასასამართლო პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. სხდომას თერთმეტივე  ბრალდებული ესწრება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღევანდელი სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, დაკავებულ არასრულწლოვნებს  ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგნიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.

 

იტვირთბა....