რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, განაცხადი რუსმა მწერალმა და ჟურნალისტმა, სერგეი კომკოვმა შეიტანა.
პარალელურად, პრემიაზე წარდგენილია რუსი ოპოზიციონერი, ახლახან ნოვიჩოკით მოწამლული ალექსეი ნავალნი.
რაც შეეხება ნავალნის, ის პროფესორთა ჯგუფმა წარადგინა.
ნავალნიცა და ზელენსკიც ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად არიან წარდგენილნი.
ლაურეატის ვინაობა 2020 წლის 9 ოქტომბერს გახდება ცნობილი.