ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მაშინ რატომ არ დადგნენ უგულავა და ბოკერია კახეთში?” – უდუმაშვილი უგულავას პასუხობს

“ამ შემთხვევაში ხაზი გაესვა იმას, მალხაზ ჯალაღონია რომ არ ყოფილიყო ზუგდიდელი, არ  ვიტყოდი, ბუნებრივია. ხაზი გავუსვი, რომ ზუგდიდელია. მაშინ რატომ ვაყენებთ იგივე იმერეთსა და კახეთში კანდიდატებს მათი წარმომავლობის მიხედვით. ადამიანი, რომელიც იმ კუთხიდანაა წარმოდგენილი, უფრო დიდი შანსი აქვს. მთავარი არა, მაგრამ ერთ-ერთი კრიტერიუმია წარმომავლობა. რატომ არ დადგნენ მაშინ უგულავა და ბოკერია კახეთში? ის, რომ მალხაზ ჯალაღონია ზუგდიდელია, ეს ძალიან სასიამოვნოა. ის ზუგდიდში მუშაობს 36 წელია.”

ზაალ უდუმაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.

ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

ცნობისათვის, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას, ზაალ უდუმაშვილის განცხადებას “ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს” გამოეხმაურა. უგულავა დაინტერესდა, სანდრა რულოვსი ზუგდიდის რომელი სოფლიდან არის, რადგან ჯერ მაჟორიტარად და შემდეგ მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.

იტვირთბა....