aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სანდრა რულოვსი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა?” – უგულავა უდუმაშვილს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზალიკო უდუმაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარდგინა. მათ შორის იყო ზუგდიდში დასახელებული კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია, რომლსაც სცენაზე შემდეგი ფრაზით შეხვდა: „ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს“. ამის შემდეგ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, იგი უგულავამ ზალიკო უდუმაშვილს ზუგდიდის არჩევნები შეახსენა, სადაც „ნაციონალური მოძრაობიდან” კენჭს სანდრა რულოვსი იყრიდა.

უგულავამ უდუმაშვილს კითხვით მიმართა და სოციალურ ქსელში დაწერა:

“ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა ჯერ მაჟორიტარი და მერე საერთოდ მერზე რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით. ისე ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს.

პ.ს. ბატონ მალხაზს არ ვიცნობ, ასე გაკითხვით მხოლოდ კარგ ექიმად დამიხასიათეს. ვუსურვებ მალე და ჯანმრთელად დაეღწიოს თავი თვითიზოლაციისთვის. იმედი მაქვს კონფერენსიე უდუმაშვილის და კომკავშირელ ჩიქოვანისგან განსხვავებულად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს და არც ტრაიბალიზმის კლიშეები აწუხებს. აუცილებლად მოვიწვევ მას სადისკუსიოდ ღია ეთერში თუ პრივატულად ჩაიზე” – აცხადებს გიგი უგულავა.

ცნობისათვის, გიგი უგულავა ზუგდიდში დეპუტატობისთვის იბრძოლებს და ზუგდიდელი ექიმის, მალხაზ ჯალაღონიას კონკურენტია.

იტვირთბა....