“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დევი ჭანკოტაძე იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი, თუ მურთაზ ზოდელავა – აბსოლუტურად არანაირი. ეს ამბავი მხოლოდ იმითაა ნიშანდობლივი, რომ ელექტორატი მიხვდეს, ენმ-ში რა ბარდაკი აქვთ, რა გადამგდებები არიან და რა ჯოჯოხეთს მოუტანენ ქვეყანას, თუ ძალაუფლებას მიუახლოვდნენ.”
თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” დამფუძნებელი
სოციალური ქსელი
აღნიშნული განცხადებით, ჩერგოლეიშვილი ეხმაურება ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანის წარდგენას, გენერალ დევი ჭანკოტაძის ნაცვლად.
ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანი სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.