ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რამიშვილს არ უნდა გაეხმაურებინა ამ პიროვნების არც სახელი, არც გვარი და არც გამოკითხვის ოქმი სადმე არ უნდა წარედგინა” – სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატი

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს იმას, რომ მიხეილ რამიშვილს დაუკავშირდა, თუმცა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს მეხსიერების ბარათით აწვდიდა ინფორმაციებს თამარ ბაჩალიაშვილს – ამის შესახებ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატმა განაცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა რამიშვილს რჩევა მისცა თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზები.

“მიხეილ რამიშვილს ინფორმაცია მიაწოდა თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზები და რასთან დაკავშირებით უნდა მიექცია ყურადღება რამიშვილს. პირობა იყო ის, რომ მიხეილ რამიშვილი ამას მიიღებდა, ცნობის სახით, გამოიყენებდა თავისი ცოდნისთვის და არ უნდა გაეხმაურებინა ამ პიროვნების არც სახელი, არც გვარი და არც გამოკითხვის ოქმი სადმე არ უნდა წარედგინა.

კვირას დამიკავშირდა მიხეილ რამიშვილი და მითხრა დამიდასტურებს თუ არა იმ ინფორმაციას, რომელიც მან მომაწოდა. რამიშვილი პასუხს არ დაელოდა და ორშაბათს წარადგინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გასაუბრების ოქმი, როგორც ჩანს დაუოქმებია ეს საუბარი.

მე სამშაბათს როდესაც შევხვდი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს აღშფოთებული იყო, რომ ადამიანურად მივეცი ინფორმაცია, რომ დავხმარებოდი ექსპერტიზების მიმდინარეობაში და არა ის, რომ მას ეს გამოეყენებინა”, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განცხადა, რომ პროკურატურას გადასცემდა სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს, რომელშიც აღწერილია, როგორ უგზავნიდა ის ბაჩალიაშვილს „ფლეშკებს“ და აძლევდა მითითებებს.

იტვირთბა....