კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი ბათუმიდან იყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინზე განაცხადა.
ამასთან, გამყრელიძისნ ინფორმაციით, აჭარაში ამ დროისთვის 497 პაციენტი არის სტაციონარში, მათგან არის 70- მდე მძიმე.
“ზოგადად ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია. დღეს დილით კი ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცოტა ხის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით 26 წლის პაციენტი გარდაიცვალა.