ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომელი კლასი დაიწყებს 1-ლი ოქტომბრიდან სწავლას – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტება

ირველი ოქტომბრიდან საკლასო ოთახში სწავლა მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასის ბავშვებს მოუწევთ – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, საქართველოს ყველა ქალაქში სწავლის სხვადასხვა მოდელი შეირჩევა.

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, პირველი ოქტომბრიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს.

ამასთან, ფოთსა და გორში პირველი ოქტომბრიდან სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში.

ასევე, ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ საშუალება, აირჩიონ კონკრეტული სწავლების მოდელი“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

იტვირთბა....