მთავარი ციტატა

“ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ მიზნობრივი”- გახარია

“მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება თეორიულად იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვა, ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც პოლიტიკური და საარჩევნო პროცესი.”

გიორგი გახარია- პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

გახარიას განცხადებით, მკაცრი წესებით და არა შეზღუდვებით უნდა მოხდეს ვირუსთან ბრძოლა.

მისივე თქმით, “საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგად გაუმკლავდა.”

იტვირთბა....