aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა” – უგულავა უდუმაშვილს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითაც “ნაციონალური მოძროაბის” წევრ, ზაალ უდუმაშვილს მიმართა.

“ზალიკო უდუმაშვილმა ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა ჯერ მაჟორიტარი და მერე საერთოდ მერზე რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით. ისე ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს.

პ.ს. ბატონ მალხაზს არ ვიცნობ, ასე გაკითხვით მხოლოდ კარგ ექიმად დამიხასიათეს. ვუსურვებ მალე და ჯანმრთელად დაეღწიოს თავი თვითიზოლაციისთვის. იმედი მაქვს კონფერენსიე უდუმაშვილის და კომკავშირელ ჩიქოვანისგან განსხვავებულად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს და არც ტრაიბალიზმის კლიშეები აწუხებს. აუცილებლად მოვიწვევ მას სადისკუსიოდ ღია ეთერში თუ პრივატულად ჩაიზე”, – წერს უგულავა.

ცნობისთვის, ზაალ უდუმაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, მალხაზ ჯალაღონიას წარდგენისას განაცხადა, რომ “ზუგდიდი ირჩევს ზუგდილელს”.

იტვირთბა....