ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დამთავრდა დრო, როცა ყველა პაციენტის სახელი ვიცოდით და რუდუნებით ვუვლიდით” – კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ამ ეტაპზე შემთხვევათა მომატებული რაოდენობა განგაშის საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან, ინფიცირებულებს შორის მხოლოდ 15-20 პრცოენტია მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტი.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, საქართველოშიც და მთელს მსოფლიოშიც, პაციენტების 80-85% თავისი მდგომარეობის სირთულიდან გამომდირე, არის მსუბუქი და საშუალო.

“თუმცა, საქართველოშიც და მთელს მსოფლიოშიც, პაციენტების 80-85% თავისი მდგომარეობის სირთულიდან გამომდირე, არის მსუბუქი და საშუალო, იგულისხმება, როდესაც არის მსუბუქი პნევმონია ან საერთოდ არ არის პნევმონია. საერთოდ აღარ ვლაპარაკობ კოვიდ დადებით პაციენტზე, ანუ ვისაც აქვს “სარს კოვ 2″ დადასტურებული, თუ მას კლინიკური ნიშნები არ გამოუვლინდა, ჩვენ საერთოდ პაციენტსაც კი არ ვუწოდებთ, ასეთი ადამიანი არის უბრალოდ ინფიცირებული. მძიმე და კრიტიკული პაციენტი კი არის მაქსიმუმ 15-20%.

ამიტომ, აჭარაში ახლა ინტენსიურად იწყება სახლში მოვლის პრაქტიკა, მეც ბევრი პაციენტი მიკავშირდება დისტანციურად, ამიტომ, დაახლოებით 100 გამოვლენილი ახალი პაციენტიდან საწოლის დაკავება 15-20-ს დაჭირდება. 75 პაცინტის მოვლა კი, ამბულატორულ პირობებში სრულიად შესაძლებელია.

თუმცა, ქართული პროტოკოლის თანახმად, ვიდრე საბოლოოდ გაირკვევა, არის თუ არა პაციენტი ინფიცირებული, მან საწოლი მიანც უნდა დაიკავოს 7 დღის განმავლობაში და ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, საწოლ დღეებთან დაკავშირებით უფრო თამამად მოვიქცეთ, ეს კარგია. მითუმეტეს, რომ ამ დაავადებას ასეთი ვერობა ახასიათებს – შეიძლება, მსუბუქად დაწყებული ინფექცია მეხუთე-მეშვიდე დღეს დამძიმდეს და ციტოკინური შტორმიც კი განვითარდეს. ამიტომ ეს 7-დღიანი სისტემა კარგია, მაგრამ თუ ჩვენ დაგვჭირდა, სახლში მყოფი პაციენტის მართვაც შესაძლებელია. ჩვენ ვიცით ბევრი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც სახლში და ტელეფონით მართავდნენ პაციენტებს. ოჯახის ექიმები აკვირდებოდნენ და წყვეტდნენ, რა იყო ე.წ ალარმის, ანუ საშიშროების ნიშნები და როდის იყო პაციენტის კლინიკაში გადამისამართება სასწრაფოდ საჭირო.

ამიტომ, იყოს ეს მოქმედი სისტემა ჩვენთან, ამაში ცუდი არაფერია. დავაკვირდეთ პაციენტს პირველი ერთი კვირა და არ განვითარდა ციტოკინური შტორმი, არ დამძიმდა მდგომარეობა, შემდეგ წავიდეს ის სახლში ან საკარანტინო სასტუმროში” – განაცხადა კულუმბეგოვმა.

იტვირთბა....