მთავარი ციტატა

“მიხეილ რამიშვილი ცდილობდა კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას და სიტუაციას ემოციური გამოსვლებით ძაბავდა” – პროკურორი

“დაკითხვა ჩატარდა საბოლოო ჯამში, საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, რადგან მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხის თავის არიდებას და განგებ აჭიანურებდა და ძაბავდა სიტუაციას ემოციური გამოსვლებით. ეს არ არის ქცევა, როცა მოწმედ ვკითხავთ ადვოკატს. მეტი ვალდებულება გააჩნია ადვოკატს, მითუმეტეს, როცა დაზარალებულის ადვოკატს წარმოადგენს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და თუ ვინმემ ყალბი ინფორმაცია ან მტკიცებულება გადასცა, სრულყოფილად მიაწოდოს ჩვენება როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლოს.”

დავით გუმბერიძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

ცნობისათვის, დღეს 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს.

გამოძიებას კითხვები მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ამოღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჰქონდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.

იტვირთბა....