“დავაზუსტებთ იმ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი „ყარაბაღად”, რადგან საჯაროდ ბატონი მიხეილ რამიშვილის სხვა განმარტებებს ვისმენთ, თუმცა, ტელეფონის დათვალიერებით დგინდება, რომ გადმომგზავნი პირი, ვინც ჩაწერილი ჰყავდა 2020 წლის 9 სექტემბერს, არის დავით ფურცხვანიძე. დღეის მოცემულობით ფურცხვანიძე ჩაწერილი ჰყავს, როგორც „დავითი სატელიტები”, მაგრამ მიმოწერით სულ სხვა ფაქტი დგინდება.”
დავით გუმბერიძე- ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი
ამის შესახებ პროკირორმა ჟურნაისტებთან განაცხადა.
პროკურორის თქმით, “რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ამსახველი საუბრები და ასევე ის ფოტოსურათები, რომელიც გამოძიებაში წარმოგვიდგინა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მონტაჟის შედეგად არის მიღებული, შეიცავს ცრუ ინფორმაციას და ყალბი.”
ცნობისთვის, დღეს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სასამართლოში დაიკითხება. გამოძიებას კითხვები რამიშვილის ტელეფონიდან ამოღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აქვს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.