“არჩევნების მეორე ტური იქნება და იქნება ჩემსა და გია ვოლსკის შორის. ჩემსა და ანა დოლიძეს შორის მეორე ტურს გამოვრიცხავ, ეს შეუძლებელია. ანუ ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ადამიანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მაჟორიტარად კენჭი იყაროს დიდუბეში, პარლამენტში შევა და რა უნდა გააკეთოს თვითონაც არ იცის,. ანა დოლიძე ვერ გაიმარჯვებს ვერც დიდუბის ოლქში, მას არც პარტია აქვს, პარლამენტში ვერ შევა, გაქრება პოლიტიკური სივრციდან და დარჩება ისევ სამოქალაქო აქტივისტად.”
ზურაბ ჯაფარიძე – პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე
ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, პიროვნულად არცერთ კანდიდატს არ ერჩის, უბრალოდ, ანა დოლიძეს არც პარტია გააჩნია, რომელიც ახლა, პოპულისტურ თემებზე აკეთებს აქცენტს.
ცნობისთვის, დიდუბის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ მმართველი გუნდდიან გია ვოლსკი, “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე.