ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

გარდაიცვალა 25-ე პაციენტი – დღეს კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის უცნობია დეტალები, თუ რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, 22 სექტემბერსაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გადრაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტები 67 წლის მამაკაცი და 80 წლის ქალი არიან. ქვეყანაში ვირუსით 24 პაციენტია გარდაცვლილი.

საქართველოში ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4 140-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1 643 პაციენტი.

იტვირთბა....