„ვფიქრობ, ეს სირცხვილია“, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რეპორტიორის შეკითხვას კორონავირუსით 200 000-ზე გარდაცვლილი პაციენტის შესახებ.
თუმცა ტრამპმა იქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ სირცხვილისა, სათანადო მოქმედებების გარეშე, ქვეყანას 2,5 მილიონი გარდაცვლილი ეყოლება.
ცნობისთვის, აშშ-ში კოვიდვირუსმა 7 098 291, საიდანაც 205 478 გარდაიცვალა და 4 347 172 გამოჯანმრთელდა.
აღსანიშნავია, რომ ვირუსით ყველაზე მეტი გარდაცვლილი სწორედ აშშ-ს ჰყავს.