“ჩვენი ქვეყანა არ არის მზად გაუმკლავდეს ათიათასობით ადამიანს, იმიტომ რომ ამას ვერ გაუძლო ძალიან განვითარებულმა და ორგანიზებულმა ჯანდაცვის სისტემებმა. ადამიანებმა, რასაკვირველია, მაქსიმალური უნდა მოვინდომოთ და რეგულაციების გამკაცრების ერთადერთი თხოვნა, ეს გახლავთ ნიღბის ტარება ყველგან, სადაც ეს საჭიროა. ამიტომ, სადაც სოციალური დისტანცია ვერ ხერხდება და სადაც დახურული სივრცეა, ნიღაბი ყველამ სწორად და კორექტულად ვატაროთ.”
ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი
როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, თუ ორი ადამიანიდან, ერთი დაავადებულია და ორივე ნიღაბს ატარებს, პრაქტიკულად, მეორეს ვირუსი არ გადაეცემა.