მთავარი ციტატა

“აჭარაში პაციენტების ნაწილი ბინაზეა, მათ მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი უწევს” – გაბუნია

“”აჭარაში უკვე მოხდა ისე, რომ პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და მათ მეთვალყურეობას უწევს ოჯახის ექიმი. ეს მოდელი არის აპრობირებული ბევრ ქვეყანაში და უკვე ჩვენც ეტაპობრივად ვამუშავებთ იმ დეტალებს, რაც საშუალებას მოგვცემს, ბინაზე მართვის მოდელი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ, ისე, რომ იყოს შესაფერისი საყოფაცხოვრებო პირობები, თვითიზოლაციის შესაძლებლობა და არ დადგეს ოჯახის წევრებს შორის ინფექციის გავრცელების რისკი, უსაფრთხოდ განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაშიც.”

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კლინიკური სურათი და მდგომარეობის სიმძიმე ხშირ შემთხვევაში იძლევა შესაძლებლობას, რომ პაციენტი დარჩეს ბინაზე.

იტვირთბა....