“მატყობთ რამეს, რომ ვმანიპულირებ? სტატისტიკას იძლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამ ცენტრის ხელმძღვანელი არის თქვენი მონა-მორჩილი. მე ბევრგან მიმუშავია და არასდროს სიყალბესთან საქმე არ მქონია. ასე რომ, მშვიდად იყვნენ და მშვიდად იყავით ყველა. მე არ დავუშვებ არავითარი სტატისტიკის გაყალბებას.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის სტატისტიკის ცენტრი, სადაც ყველანაირი სტატისტიკა იკრიბება – რამდენი დიაბეტიანია, რამდენი ინფარქტის ახალი შემთხვევაა და ა.შ. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე განყოფილება.