მთავარი ციტატა

“ლელოს წევრებს უთხრეს, საჩხერეში რატომ ჩამოხვედით, ეს ბიძინას ქვეყანააო”- კობერიძე

“მთავარი გზავნილი ეს არაა ქვეყნის განვითარების გეგმა, არც 4 წელი ეყოფა, არც 9 და არც 15 წელი ეყოფა ისეთ ხელისუფლებას, როგორიცაა “ქართული ოცნება.” მთავარი გზავნილი არის მონური მორჩილების გამოვლინება ივანიშვილის მიმართ. როცა ივანიშვილმა თქვა, გახარიამ დაიმსახურა პრემიერობაო, დაიმსახურა არა იმტომ, რომ მან განავითარა ქვეყანა, უბრალოდ მან ლარგად იცის, როგორ მოელაქუცოს ივანიშვილს.”

ლევან კობერიძე- [არტია “ლელოს” წევრი

“დღის ამბები”

აღნიშნულით ლევან კობერიძე გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სოფელი ჭორვილა სამაგალითო უნდა გახდეს მთელი ქვეყნისთვის, ხოლო ხელისუფლებისთვის 8-წლიანი მმართველობა საკმარისი არ აღმოჩნდა ქვეყნის განვითარებისთვის. 

კობერიძის თქმით, “ლელოს წევრები ჩასულები იყვნენ საჩხერეში, სადაც ადგილობრივებმა უთხრეს, აქ რატომ ჩამოხვედით, ეს ბიძინას ქვეყანააო.  უნდათ, რომ მთელი საქართველო გახდეს ბიძინას ქვეყანა”. 

იტვირთბა....