“ჩვენს მიერ არ ხდება არარანაირი კლონირება, ისეთი ინფორმაციის გადმოტანა, რომელიც საქმეთან შემხებლობაში არ არის. ალბათ, საკუთარი პოზიციისთვის სჭირდება,რომ ვითომ ჩვენ სხვა ინფორმაცია მოვიპოვეთ. ორჯერ უკვე გაიქცა და ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო, გაურკვეველი მიზეზით ადგა და წავიდა.”
დავით გუმბერიძე- პროკურორი
ამის შესახებ დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებთან მიხეილ რამიშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გამოძიებამ მისი ტელეფონიდან სატელიტურ ფოტოებზე ინფორმაციის გამოთხოვის გარდა, სხვა სახის პირადი ინფორმაციის კლონირებაც მოახდინა.
რპოკურორის განმარტებით, ინფორმაციის გადმოტანა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის შესახებ და სატელიტურ ფოტოებზე.
ცნობისთვის, „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.
დავით ფურცხვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხა.