ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ვთქვი, რომ 10 წელზე მეტია მხარს ვუჭერ ამ ჯგუფს, მხედველობაში მქონდა ბ-ნი ბიძინა…” – ცერცვაძე ბუწაშვილს პასუხობს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტროი თენგიზ ცერცვაძე, ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ ბუწაშვილისთვის ბევრი დეტალი შესაძლოა რთულად გადაგები იყოს.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყანას და ქართველ ხალხს ურჩევნია ჰყავდეს COVID-19-ისგან 20 გარდაცვლილი და ქ-ნი მაია არ ეთანხმებოდეს ამ გადაწყვეტილებას, ვიდრე ის, რომ ჰყავდეს 20 ათასი გარდაცვილი (როგორც სხვა ქვეყნებს ჰყავთ) და იგი ამ გადაწყვეტილებებს იწონებდეს.

“რაც შეეხება ქ-ნი მაიას დამოკიდებულებას COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენს გადაწყვეტილებებზე, მინდა დავარწმუნო, რომ ქვეყანას და ქართველ ხალხს ურჩევნია ჰყავდეს COVID-19-ისგან 20 გარდაცვლილი და ქ-ნი მაია არ ეთანხმებოდეს ჩვენს გადაწყვეტილებებს, ვიდრე ის, რომ ჰყავდეს 20 ათასი გარდაცვილი (როგორც სხვა ქვეყნებს ჰყავთ) და იგი ამ გადაწყვეტილებებს იწონებდეს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვუჭერდი 10 წელზე მეტია მხარს 8 წლის წინ შექმნილ პოლიტიკურ პარტიას, ქ-ნი მაიას ირონია აქაც სრულიად უადგილოა. საქმე იმაშია, რომ თუ გადაახვევს და ყურადღებით მოისმენს, ნახავს, რომ მე სიტყვა პარტია საერთოდ არ მიხსენებია და მითუმეტეს ათწლიან კონტექსტში. მე ვთქვი, რომ 10 წელზე მეტია მხარს ვუჭერ ამ ჯგუფს, მხედველობაში მქონდა ბ-ნი ბიძინა და მისი გუნდი, რომელთანაც რეალურად მაკავშირებს 10 წელზე მეტი ხნის ნაცნობობა და მხარდაჭერა.

ბოდიშს ვიხდი, რომ ამჟამად წერილი მრავალგვერდიანი არ გამოვიდა”- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომ 10 წელზე მეტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია გამოეხმაურა, როგორც ბუწაშვილმა აღნიშნა, 8 წლის წინ, ყველა თავის გამოსვლას სანდრა რულოვსის სადიდებელი სიტყვით, ხოლო ყველა პრეზენტაციას სანდრას ფოტოთი იწყებდნენ. 

იტვირთბა....