მოსახლეობის მხრიდან ხშირია კითხვები, თუ როდის დაიწყება მთავრობის მიერ დაანონსებული კომუნალური გადასახადების კომპენსირება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “მეტრონომმა” გადაწყვიტა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიაწოდოს 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება, სადაც პრემიერი ამბობს, რომ 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მოსახლეობას ზამთრის 4 თვის განმავლობაში აუნაზღაურდებათ.
გახარიას განმარტებით, შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ პროგრამულად შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე თქვან უარი.
„იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს პროგრამა გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იგივე პრინციპით როგორც აქამდე იყო – 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ პროგრამულად შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“,- განაცხადა გახარიამ.