თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან” მდებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, კორპუსის მე-12 სართულიდან სავარაუდოდ 35 წლამდე მამაკაცმა თავი თოკით ჩამოიხრჩო, რის შემდეგაც თოკი გაწყდა და ახალგაზრდა მამაკაცი პირველი სართულის ტერასას დაეცა. ამის შესახებ მან Report.ge-ს განუცხადა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.