“მართალია, 31 ოქტომბერს 120/30-ზე იქნება, მაგრამ ეს თითქმის პროპორციულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი პარტია ვეღარ ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას, ვერც ქართული ოცნება, ვერც ნაციონალური მოძრაობა, სისტემურად შეიცვალა ეს და ამის გააზრება, ამის აღქმა, როგორც ჩანს, სააკაშვილს უჭირს და თან მესმის, რომ ემოციურად ალბათ ისევ 2003 წლის ნოემბრის ამბებშია ჩარჩენილი, ვარდების რევოლუციაში, მაშინ, როდესაც გაიმარჯვა, ჩაიგდო ხელში ყველაფერი, ახლა კი ასე აღარ იქნება.”
ალეკო ელისაშვილი – მოძრაობა მოქალაქეების ლიდერი.
ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა.