მთავარი ციტატა

“უგულავას განცხადებაზე მეცინება, სჯობს, თავის განვლილ ცხოვრებაში ჩაიხედოს და იქ ნახავს, ვისი კაცი იყო” – გეწაძე

“ძალიან სასაცილო განცხადებაა, მეცინება მის განცხადებაზე, სჯობს, თავის განვლილ ცხოვრებაში ჩაიხედოს და იქ ნახავს, ვისი კაცი იყო. მე ძალიან დიდი რეიტინგი მაქვს და ეს აშფოთებთ. მისი განცხადება კი 2013 წლის შემდეგ პოლიტიკაში ჩემს მონაწილეობასთან დაკავშირებით არის ტყუილი, რადგან 2014 წელს ვიყავი ზესტაფონის საკრებულოს მაჟორიტარი და დღეს  სურათიც გავუგზავნე გიგის, როცა ჩემი წარდგინება გააკეთა. იმის შემდეგ არც ერთი წუთი არ დამიტოვებია მოსახლეობა. გიორგი კაპანაძე ანერვიულებს, მე როგორც მახსოვს, მაგას უფრო ჰქონდა პარტნიორული ურთიერთობა კაპანაძესთან. ის ჩემი ბავშობის მეგობარი იყო, მაგრამ ჩვენი გზები გაიყარა. მე ვარ პოლიტიკურად ნათელ მხარეს და ბატონი გიგი არ ვიცი, რას ემსახურებ.”

კახა გეწაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“-ს ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ კახა გეწაძეს პოლიტიკაში მხოლოდ ფული და გამორჩენა “ადარდებს”.

იტვირთბა....