მთავარი ციტატა

“ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთლიანად აერია თავგზა” – გიორგი ვაშაძე

“ეს არის ცრუ დილემა, რომელიც გუშინ მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა. ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთიანად აერია თავგზა. პირდაპირ ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, მოიპოვოს მეტი მანდატი უბრალოდ იმით, რომ დაასუსტოს სხვა ოპოზიციური ძალები, არის უსუსტესი მცდელობა და ეს არ გაუვა იმიტომ, რომ საქართველო არჩევანს წარსულსა და მომავალს შორის აკეთებს.”

გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ აბსოლუტური უმრავლესობა, არიან ადამიანები, რომლებიც ებღაუჭებიან წარსულს და ამოცანა აქვთ, რომ წარსულის დიდებით მეტი მანდატი აიღონ და შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის ფუნქცია საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური.

იტვირთბა....