“მთელი ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ჩვენი პარტნიორი პარტიის მხრიდან არის თავდასხმა, რომელიც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საქართველოს ლოზუნგში არის მოწოდება, რომ ევროპული საქართველო არის კომპასი მომავლისკენ. ვისურვებდი, რომ ამ კომპასს თავისი გეზი არ დაეკარგოს მაშინ, როდესაც უნდა ჩამოვიცილოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს თავდასხმები არ შეუწყობს ხელს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი არ იგრძნოს კომფორტში.”
ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
დეკანოიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებში მოლაპარაკებების ინიციატორი იყო არა ევროპული საქართველო, არამედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.