“მე ველაპარაკები ხალხს, მე ყოველთვის ველაპარაკებოდი ხალხს. ყოველთვის დავდიოდი, ვხვდებოდი, კაბინეტში, პრაქტიკულად, დროს არ ვატარებდი არასდროს, არც მაინტერესებს კაბინეტები”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პრემიერმინისტრობის კანდიდატმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
“მე ველაპარაკები ხალხს, მე ყოველთვის ველაპარაკებოდი ხალხს. ყოველთვის დავდიოდი, ვხვდებოდი, კაბინეტში, პრაქტიკულად, დროს არ ვატარებდი არასდროს, არც მაინტერესებს კაბინეტები. იგივე უნდა გავაკეთო ახლა დისტანციურად. შემდეგ უკვე თბილისში, ქუთაისში, თელავში, ბათუმში, ლაზიკაში, ნებისმიერ სოფელში თუ პატარა ქალაქში და დასახლებაში ჩემი ამოცანაა, რომ ის, რაც სჭირდება თითოეულ ადამიანს, რეალურად, ცხოვრების სტანდარტების გაზრდა რეალურად დასაქმება, რეალურად შემოსავლების გაჩენა, რეალურად აზრიც კი რომ გაუქრეთ სადმე წასვლის და ქვეყნის დატოვების.
მე, მაგალითად, გუშინ ველაპარაკე ქობულეთელ ქალბატონს, გული გადამიშალა. მაგალითად, გუშინწინ ჩავერთე ახალსოფელში, გუშინ ჩავერთე ქობულეთში, იმის წინ, რამდენჯერმე ჩავერთე თბილისის სხვადასხვა გარეუბანში. ჩვენი დეპუტატობის კანდიდატები შედიან ოჯახებში და პირდაპირ მაწოდებენ ყურმილს, თანამედროვე კომუნიკაციები იძლევა ამის საშუალებას. როცა ვიქნები მანდ და პირობები მოგვცემს ამის საშუალებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ სიარულს. მე ზოგადი საქართველო კი არ მომენატრა, მომენატრა თითოეული ქართველის თვალებში ჩახედვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.